როსარიოს ცენტრში არსებულ 69 მეტრის სიმაღლის შენობას ამიერიდან ლეო მესის ნახატი დაამშვენებს. კედლის მხატვრობა არგენტინელმა ხელოვანმა, მარლინ სურიაგამ შეასრულა.
მარლინის დამხმარე, ლისანდრო ურტეგა Reuters-თან ინტერვიუში აცხადებს: "ლეო ახლა იქ იმყოფება, სადაც უამრავი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ იმსახურებს. მას ზრდასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ეს გადალახა - მესი ჩვენთვის სამაგალითო ადამიანია".
CNN Argentina-მ კედლის მხატვრობას "მესი მაღლა, ცაში" - უწოდა. ლეოს "ფრესკის" ფოტო და ვიდეომასალას როსარიოს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
როგორც იცით, ლეო სწორედ როსარიოში, სანტა ფეს ოლქში დაიბადა, სადაც მას უდიდეს პატივს სცემენ.
ავტორი: ციცი პაპუნაშვილი