ბაქოს გრანდ სლემზე ლაშა ბექაურის ნაცვლად ლუკა მაისურაძე იასპარეზებს

25 ოქტომბერი 2021

5-7 ნოემბერს, ძიუდოს მსოფლიო ტურზე მორიგი შეჯიბრება - ბაქოს გრანდ სლემი გაიმართება. ტურნირზე ამ დროისათვის 29 ქვეყნის 203 ძიუდოისტია რეგისტრირებული. საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანის დედაქალაქს 10 სპორტსმენით ეწვევა.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველ განაცხადში ცვლილებაა და ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ნაცვლად ტურნირზე ლუკა მაისურაძე იასპარეზებს. როგორც ცნობილია, ბექაურმა თიაქარის ოპერაცია გაიკეთა და ტურნირზე ასპარეზობას ვეღარ შეძლებს.ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

-60 კგ. - ჯაბა პაპინაშვილი
-66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
-73 კგ. - ჯუმბერ მელაძე
-81 კგ. - გიორგი შერაზადიშვილი, თორნიკე ფოლადიშვილი
-90 კგ. - ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე
-100 კგ. - ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები