პარიზის გრანდ სლემის მეორე დღეს 3 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

17 ოქტომბერი 2021

დღეს, 17 ოქტომბერს, პარიზის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს, ტატამიზე 3 ქართველი ძიუდოისტი გამოვა. ასპარეზობაში ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე და ონისე სანებლიძე ჩაერთვებიან.
 

ტატო გრიგალაშვილი  -81 კილოგრამ წონით კატეგორიაშიპირველ ნომრადაა განთესილი. ის პირველ წრეში ისვენებს, მეორე წრეში კი ტატოს მეტოქე მონღოლ მურენტსენ ბატულგასა და და ახალზელანდიელ ელიოტ კონოლის შორის გამარჯვებული იქნება. ბადის ზედა მხარესაა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, სოტარო ფუჯივარა. სპორტსმენები ერთმანეთს წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ნახევარფინალურ სტადიაზე შეხვდებიან.

-90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ლუკა მაისურაძე დაიცავს. ქართველი ძიუდოისტი D ბადეშია და პირველი წრიდან თავისუფალია. მეორე შეხვედრაში მისი მეტოქე რუსეთის წარმომადგენელ დავიდ ოგანესიანსა და ბრაზილიელ მარსელო გომესს შორის გამარჯვებული იქნება. ლუკას ბადეშია გამოცდილი იაპონელი, კენტა ნაგასავა. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ამ სპორტსმენთა გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთება.

-100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე იასპარეზებს. ის D ბადეშია განთესილი და პირველი წრიდან თავისუფალია. მეორე რაუნდის შეხვედრაში მისი მეტოქე ქუვეითელ ჰამად ალრაშედსა და საფრანგეთის წარმომადგენელ ხამზათ საფარბაევს შორის გამარჯვებული იქნება. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ფავორიტები. კენტარო იიდა და არმან ადამიანი ბადის ზედა მხარეს მოხვდნენ და ფინალურ ეტაპამდე ისინი სანებლიძეს არ ხვდებიან.

ასპარეზობა 12:00-ზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Ippon.org-ზე იქნება შესაძლებელი.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები