ლევან მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა

08 სექტემბერი 2021

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი - ლევან მაისაშვილი სამშობლოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირის ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს.

ლევან მაისაშვილი კოვიდ-19-ით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ნაკრების ტესტ მატჩის შემდეგ დაინფიცირდა.  ქართველი მწვრთნელი იოჰანესბურგის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. მაისაშვილი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, თუმცა, საბოლოოდ, ქართველი მწვრთნელისათვის ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდა და ის კორონავირუსისგან განიკურნა.

ლევან მაისაშვილი ''ბორჯღალოსნებს'' 2019 წლიდან წვრთნის. მან მთავარი მწვრთნელის პოსტზე მილტონ ჰეიგი შეცვალა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები