ოფიციალურად - საქართველოსა და შოტლანდიის მატჩი გაუქმდა

09 ივლისი 2021

საქართველოსა და შოტლანდიას შორის 17 ივლისს ჩანიშნული ტესტ-მატჩი გაუქმდა, ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

მიზეზი კორონავირუსია, რის გამოც ,,ბორჯღალოსნებმა'' სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტ-მატჩიც ვერ ითამაშეს.

რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტის, ბაჩო ხურციძის თქმით, შოტლანდიასთან შეხვედრის 24 ივლისისთვის გადატანა იგეგმებოდა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება ორივე ნაკრების მორაგბეებს კლუბებში პრობლემებს შეუქმნიდა. შესაბამისად, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, მატჩი აღარ ჩატარდება.

 

თამაში არ ჩატარდება! COVID 19-ის გამო შოტლანდიასთან თამაში გაუქმდა. ვრცლად ➡️ https://bit.ly/3hsCGKr 🎟 თამაშის ბილეთები ყველას დაუბრუნდება. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ TKT.GE -ს

Posted by Georgian Rugby on Friday, July 9, 2021

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები