საქართველოს ნაკრები მნიშვნელოვან ტესტ მატჩებს გამართავს

12 მაისი 2021

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ივლისის თვეში სამ მნიშვნელოვან ტესტ მატჩს გამართავს. 

''ბორჯღალოსნები'' მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ ორ შეხვედრას გამართავს. ''სპრინგბოკსი'' ჩვენს ნაკრებს 3 და 10 ივლისს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ''ანტილოპებს'' ტესტ მატჩში დავუპირისპირდებით. საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები ერთმანეთს ჩვენთვის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, 2003 წელს შეხვდნენ. ეს შეხვედრა  ''ბორჯღალოსნებმა'' 46:19 დათმეს.

რაც შეეხება ''შოტლანდიასთან'' ტესტ მატჩს,  შეხვედრის მასპინძელი საქართველოს ნაკრები იქნება. ტესტი 17 ივნისს არის ჩანიშნული. 

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები