ქართველმა სუმოტორმა - გაგამარუ მასარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) კარიერა დაასრულა. აღნიშნულის შესახებ სუმოს ასოციაციის ოფიციალური ტვიტერ გვერდი იუწყება.
გაგამარუ მასარუ (მრგვალი გაგა) პროფესიონალურ სუმოში 2005 წელს ჩაება. მან მაკუუჩის დივიზიონში 2009 წელს აინაცვლა. უმაღლესი რანგი, რომლის მიღწევაც მოახერხა, კომუსუბი გახლავთ. ამ რანგით მან 2012 წლის ჰარუ ბაშოზე იასპარეზა.
გაგამარუს ანგარიშზე ორი სპეციალური პრიზი და ერთი კინბოშია (ოქროს ვარსკვლავი).
<臥牙丸引退>
— 日本相撲協会公式 (@sumokyokai) November 17, 2020
11月17日、元小結 臥牙丸(本名 ジュゲリ・ティムラズ、木瀬部屋)が引退届を提出し、受理されました。#相撲 #11月場所 #東京 pic.twitter.com/o89VlVw0uJ
ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი