ქართველმა რიკიშიმ, ექსოძეკი ტოჩინოშინმა, კიუშუ ბაშოს მეორე ორთაბრძოლა აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან გამართა. ლევან გორგაძე იაპონელ მეტოქესთან იორიკირის ილეთით დამარცხდა.
ტოჩინოშინ ცუიოშის მომდევნო მეტოქე ნოემბრის ბაშოზე დასავლეთის მე-5 მაეგაშირა კოტოშოჰო იქნება. ტოჩინოშინს ამ დროისთვის უარყოფითი ბალანსი, 0-2-ზე აქვს, მის ხვალინდელ მეტოქეს კი ამ დროისათვის ნულოვანი ბალანსი 1-1 აქვს.
ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი