ალენს COVID-19 დაუდასტურდა

16 აპრილი 2020

„ლოს ანჯელეს რემსის“ ცენტრბექი, ბრაიან ალენი, NFL–ის პირველი მოთამაშე გახდა, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინსაიდერი ჯეი გლეიზერი იტყობინება.

გლეიზერის ინფორმაციით, ალენმა პირველ სიმპტომად ყნოსვის თითქმის სრული დაკარგვა იგრძნო, რის შემდეგაც ექიმებს მიმართა. პირველმა ტესტმა მას COVID-19–ზე დადებითი პასუხი ამოუდგო.

ინსაიდერის ინფორმაციით, ალენი თავს კარგად გრძნობს და კორონავირუსისთვის დამახასიათებელ სხვა სიმპტომებს არ განიცდის. მეტიც, მას ყნოსვაც ნელ–ნელა უბრუნდება, რის გამოც, გლეიზერის ცნობით, ალენს შემოწმების მეორედ გავლა სურს, იმის იმედად, რომ ტესტი ამჯერად უარყოფით პასუხს გასცემს.

ავტორი: დავით ახალაძე

მსგავსი სიახლეები

კომენტარები