ბრიზმა ნიუ–ორლეანს 5 000 000$ აჩუქა

27 მარტი 2020

ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდებოდა ამბები, თუ როგორ და რა თანხით ეხმარებოდნენ მსოფლიო სპორტის ვარსვკლავები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოებას.

ასე მაგალითად, მესიმ და გვარდიოლამ თითო–თითო მილიონი გადარიცხეს ვირუსის წინააღმდეგ ბრძლაში, რონალდუ და პაკიაო ეკიპირებით დაეხმარნენ ადამიანებს. ზოგმა უქმობის პერიოდის ხელფასი გადაუხადა თავიანთი გუნდის მომუშავეებს. ასეთ მაგალითი ბევრი იყო, თუმცა ყველას დრიუ ბრიზმა აჯობა.

„წმინდანების“ კუოტერბეკმა, COVID–19–ით დაზარალებულთა ფონდში, 5 მილიონი $ გადარიცხა:

„გული მტკივა, როდესაც ქალაქს, რომელთანაც ამდენი ტკბილი მოგონება მაკავშირებს, ესეთი მძიმე დრო უდგას.

მე მთელი გულით მიყვარს ეს ქალაქი, მიყვარს ფანბაზა, მიყვარს „სუპერდომი“("სეინტსის" საშინაო სტადიონი). ყველამ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რომ ჩვენს ხალხს ტკივილი შევუმციროთ.“ ნათქვამია 42 წლის ლეგენდის განცხადებაში.

ამ მომენტისთვის, ნიუ–ორლეანი და მთლიანად ლუიზიანას შტატი, ერთ–ერთ ყველაზე მძიმე ვითარებაში იმყოფება ამერიკის ყველა შტატს შორის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ლუიზიანაში დაფიქსირებულია 2000 –მდე შემთხვევა კორონავირუსით ინფიცირების, რომელთაგან 65 ლეტალურია. ნიუ–იორკის მერიიდან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიო–ორლეანი ვეღარ იტევს ინფიცერებულებს და მათ მიღებას სწორედ ნიუ–იორკს სთხოვს.

ბრიზმა, რომელიც ლიგის ისტორიაში საუკეთესო მეპასეა მოგროვებული იარდებით და საპასე ტაჩდაუნებით, „ნიუ–ორლეანთან“ კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა, რომელთა მიმდინარეობისას, ის 50 მილიონს აიღებს.

ბრიზისთვის ეს არ არის პირველი ქველმოქმედება.

2006 წლის ნიუ–ორლეანის წყალდიდობა „კატრინას“ დროს, ბრიზმა, რომელიც 1 წლის გადასული „სეინტში“, ქალაქს მილიონი $ აჩუქა.

ავტორი: დავით ახალაძე

მსგავსი სიახლეები

კომენტარები