სტუდენტური ლიგის ყველაზე ნიჭიერი კუოტერბეკი, შესაძლოა, ქველმოქმედების გამო, გუნდიდან გარიცხონ

27 მარტი 2020

„კლემსონის“ ვარსკვლავური კუოტერბეკი, ტრევონ ლუორენსი, მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა.

„ტაიგერსის“ ლიდერმა, თავის მეგობარ გოგოსთან, მარისა მაურისთან ერთად, წამოიწყო საქველმოქმედო პროგრამა GoFundMe, სადაც ის კორონავირუსით დაზარალებული ოჯახებისთვის ფულს კრეფდა.

იმის შემდეგ, რაც ლოურენსმა საკმაოდ სოლიდური თანხა მოაგროვა, NCAA–ს ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ეს თანხა გაეყინა, როგორც არალეგალურად მოგროვებული.

საქმე ისაა, რომ ამერიკული სტუდენტური სპორტი კრძალავს არა მხოლოდ ფულის ხელფასის სახით აღებას სპორტსმენებისთვის, არამედ საკუთარი სახელის საიმიჯო უფლებების გამოყენებას, მათ შორის ასეთი სახით.

ლოურენსი, რომელიც 2021 წლის დრაფტის უდავო პირველ ნომრად ითვლება და სტუდენტებში გატარებულ ორ სეზონში ერთადერთი მატჩი აქვს წაგებული, შესაძლოა მისმა გუნდმა, „კლემსონმა“ გარიცხოს.

თუმცა ექსპერტების აზრით, NCAA გამონაკლისის სახით, დაუშვებს ლოურენსს და სხვა მოთამაშეებსაც საქველმოქმედო საქმიანობამდე და შეგროვებულ თანხასაც იმ მისამართით გაუშვებს, რა მიზნითაც ის ლოურენსმა შეაგროვა.

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები