42 წლის ბრეიდი ფლორიდაში გადაბარგდა

20 მარტი 2020

20 წლიანი ბოსტონური კარიერის შემდეგ, ბრეიდიმ, თავისი არჩევანი, „ტამპა ბეიზე“ შეაჩერა.

კონტრაქტი, რომელიც ბრეიდიმ ფლორიდელებთან გააფორმა, ორწლიანია და მოიცავს ჯამურ გარანტირებულ 50 მილიონ დოლარს, პლიუს 9 მილიონს ბონუსებით.

„ტომი სისხლით ხორცამდე ჩემპიონაია,რომელმაც უკვე ყველაფერს მიაღწია, რისი მიღწევაც შეიძლებოდა. მიუხედავად ამისა, მას ისეთივე ნაპერწკალი აქვს თვალებში, როგორც მაშინ, როდესაც „მიჩიგანიდან“ ლიგაში ახალმოსული იყო. მისი მოგებებისადმი შიმშილი ზუსტად ისეთივეა, როგორც 20 წლის წინ.

ბრეიდი ნამდვილი ლიდერია, რომელიც გუნდზე გავლენას მოედანზე და მის მიღმა ახდენს. ეს ზუსტად ის იყო, რაც ჩვენ ესე ძალიან გვჭირდებოდა.“ ნათქვამია „ბიუკანერზის“ გენ.მენეჯერის, ჯეისონ ლიჰტის განცხადებაში.

ბრეიდის კონტრაქტში ე.წ. „ნოუ თრეიდ“ პუნქტი აქვს, რომლის მიხედვითაც ის, საკუთარი სურვილით, ტამპას, ამ ორი სეზონის განმავლობაში, ვერ დატოვებს.

ავტორი: დავით ახალაძე

მსგავსი სიახლეები

კომენტარები