NFL–ის ყველა დროის საუკეთესო მეპასე, ლიგაში კიდევ ორი წლით რჩება

18 მარტი 2020

დრიუ ბრიზმა, რომელმაც ბოლო სეზონებში პეიტონ მენინგს ორი უმთავრესი რეკორდი მოუხსნა და გახდა საუკეთესო მეპასე იარდებით( 77 416) და საპასე ტაჩდაუნებით( 547), „წმინდანებთან“ კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა.

ბრიზი „ნიუ ორლეან სეინტსის“  შემადგენლობაში 2005 წლიდან გამოდის, სადაც „სან დიეგო ჩარჯერზიდან“ გადმოვიდა.

ახალი კონტრაქტით, 41 წლის ბრიზი 2 სეზონში 50 მილიონ$ გამოიმუშავებს. აქედან გარანტირებული პირველი სეზონის 25 და მეორე სეზონის 10 მილიონია, რითაც ბრიზმა მომავა წელს კარიერის დამთავრების გზა მაინც დაიტოვა, ხოლო გუნდს ნაადრევად დასრულების შემთხვევაში, მცირე სივრცეც მისცა სახელფასო ჭერში.

აღსანიშნავია, რომ ბრიზისთვის გამოწერილი ასეთი კონტრაქტით, „ნიუ ორლეანი“ იძულებული გახდა თავისი ნიჭიერი სათადარიგო კუოტერბეკი, ტედი ბრიჯუოტერი „კაროლინაში“ გაეშვა.

27 წლის ბრიჯუოტერმა, რომელიც თავისუფალი აგენტი იყო, სამწლიანი 63 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა „პანტერებთან“, სადაც ადგილობრივ კუოტერბეკ, კემ ნიუტონზე იმედებს აღარ ამყარებდნენ. ამ 63 მილიონიდან, გარანტირებული, პირველი ორი სეზონის 41 მილიონი იქნება.

2009 წლის სუპერბოულის ჩემპიონს და MVP–ს, დრიუ ბრიზს, ბოლო სამი წელი საკმაოდ წარმატებული ჰქონდა. მიუხედავად ასაკისა, ბრიზის საპასე რეიტინგი 2017 წელს საუკეთესო იყო, ხოლო 2018 და 2019 წლებში კი მეორე საუკეთესო, პატრიკ მაჰოუმსის შემდეგ.

იქამდე ბრიზს, რამდენიმე ტელევიზია, 10–15 მილიონი დოლარის ფარგლებში ხელფასს სთავაზობდა, მაგრამ ლეგენდარულმა კუოტერბეკმა, მოედანზე დარჩენა ამჯობინა.

ბრიზს, ისევე როგორც ბრეიდის, არაერთხელ განუცხადებია, რომ 45 წლამდე თამაშს გეგმავს.

ავტორი: დავით ახალაძე

მსგავსი სიახლეები

კომენტარები