ამარი კუპერი 100 მილიონ $–ს მიიღებს და მეორე ყველაზე შემოსავლიანი რესივერი გახდება

17 მარტი 2020

100 მილიონი$ 5 სეზონზე, აქედან 73  მილიონი სრულად გარანტირებული. ასეთია „კოვბოების“ უაიდ რესივერის, ამარი კუპერის ახალი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ის მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მიმღები გახდება ლიგაში „ატლანტას“ ვარსკვლავის, ხულიო ჯონსის შემდეგ, რომელიც სეზონში 22 მილიონს იღებს.

ამგვარად, იმის შემდეგ, რაც „დალასმა“, შარსანდელ სეზონში, ეზიკეელ ელიოტი გახადა ყველაზე შემოსავლიანი რანინბეკი, გუნდს, თავისი კუოტერბეკი, დაგ პრესკოტისთვის არც ისე ბევრი ოპცია რჩება.

საქმე ისაა, რომ პრესკოტს მაქსიმუმ ოთხწილიანი ონტრაქტი უნდა გუნდთან, „დალასს“ კი სრული ხუთწლიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ პრესკოთს გუნდში დასატოვებლად, „კოვბოებს“ პრესკოტის ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად კუოტერბეკად გახდომა მოუწევს(ჯერ–ჯერობით ის „სიეტლის“ რასელ უილსონია სეზონში 35,5 მილიონი დოლარით), რაზეც ტეხასელები, სავარაუდოდ, არ წავლენ.

ავტორი: დავით ახალაძე

მსგავსი სიახლეები

კომენტარები