„ტენესიმ“ ტანეჰილს 118 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა, მარიოტა ახალ გუნდში გაცვალა

17 მარტი 2020

„ტენესი ტაიტანსი“ შარშანდელი სეზონის ერთ–ერთი მთავარი აღმოჩენა ამერიკულ ფეხბურთში, რომელმაც გასულ პლეიოფებში ჯერ მოქმედი ჩემპიონი, „ნიუ–ინგლენდი“ გამოაგდო, შემდეგ კი განთესვის პირველი ნომერი, „ბალტიმორი“ გაუშვა სახლში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე იყო.

ორი თანაბარი კუოტერბეკიდან, რაიან ტანეჰილი და მარკუს მარიოტას დუეტიდან, ან ერთ–ერთი უნდა გაეშვათ ან ორივე და ბრეიდისთვის ებრძოლათ. ეს უკანასკნელი, „ტიტანების“ მთავარ მწვრთნელთან მეგობრობის გამო, მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის შტატში გადასასვლელად სერიოზულ კანდიდატად ითველობოდა,თუმცა იმის შემდეგ, რაც გუნდმა ტანეჰილს 4 წელიწადზე 118 მილიონი შესათავაზა, მათგან 68 მთლიანად, ხოლო 29 ნაწილობრივ გარანტირებული, ეს ვარიანტი არარეალური გახდა.

ჰავაელ კუოტერბეკს, მარკუს მაროტას რაც შეეხება, ის „ტენესიმ“ რამდენიმე პიკში ახლად შექმნილ გუნდს, „ლას ვეგას რაიდერსს(ყოფილ ოკლენდს)“ გაუცვალა.

მარიოტა, სავარაუდოდ, დერიკ კარის დუბლიორი იქნება ახალ გუნდში, ბრეიდი კი უფრო ხელსაყრელ ვარიანტს დაელოდება.

ავტორი: დავით ახალაძე

მსგავსი სიახლეები

კომენტარები