ბრეიდიმ შესაძლოა „ნიუ ინგლენდი“ დატოვოს

29 თებერვალი 2020

ტომ ბრეიდიმ შესაძლოა კარიერა ახალ გუნდში გააგრძელოს. ამის შესახებ ESPN-ის ინსაიდერმა, ჯეფ დარლინგტონმა ისაუბრა.

ბრეიდი გასული სეზონის დასასრულს, თავისუფალი აგენტი გახდა და საერთო მოლოდინის საპირისპიროდ, არათუ არ იჩქარა ახალი კონტრაქტის გაფორმება, არამედ დრაფტსაც კი დაელოდა, რაც იმის ნიშანი შეიძლება იყოს, რომ „ნიუ ინგლენდიც“, თავის მხრივ, არ ჩქარობს ფრენჩაიზის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშესთან ხელშეკრულების გაგრძელებას.

„ნიუ ინგლენდის“ გულშემატკივრები, დარლინგტონის აზრით, თავს იმით იმშვიდებენ, რომ ბრეიდი-ბილიჩეკის დუეტი ახალ საფინანსო კოლექტიურ შეთანხმებას ელოდება, რომელსაც ხელი ახალი სეზონის სტარტის წინ მოეწერება, იმისთვის რომ ბრეიდიმ, შეთანხმებით მიღწეული განახლებული პირობების თავისთვის სასიკეთოდ გამოყენება შეძლოს.

შეგახსენებთ, რომ ბრეიდი „პატრიოტებმა“ 2000 წლის დრაფტზე, მეექვსე რაუნდის 199-ე პიკად აიყვანეს. “ნიუ-ინგლედი“ გასულ პლეიოფში, პირველად ბოლო 4 წლის განმავლობაში, არათუ ვერ გავიდა „სუპერ ბოულში“, არამედ საწყის ეტაპზე, ე.წ „უაილდ ქარდ“ რაუნდში გამოეთიშა ასპარეზობას „ტენესისთან“ მარცხის შემდეგ.

ავტორი: დავით ახალაძე

მსგავსი სიახლეები

კომენტარები