მადრიდის ,,რეალი'' გუნდის შემტევს, ვინისიუს ჟუნიორს, ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ,,სამეფო კლუბი'' მზადაა, ბრაზილიელთან 5-წლიანი ხელშეკრულება რამდენიმე თვეში გააფორმოს.
ვინისიუსი ,,რეალში'' 2018 წლიდან თამაშობს და გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე მადრიდული გრანდის მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 16 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.
Real Madrid will offer Vinícius Júnior a new contract in the coming months, as expected. Everyone in the club approves a long-term contract for the Brazilian star, including Florentino Perez. ⚪️🇧🇷 #RealMadric
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) February 21, 2022
Potential new deal will be until June 2027. To be discussed soon. pic.twitter.com/tFy6GuXg7j