მსოფლიოს მე-19 ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის 500-იან ტურნირზე (Dubai Tennis Championships) ასპარეზობას 1/16-ფინალიდან იწყებს, სადაც მისი პირველი მეტოქე ფელიქს ოჟე-ალიასიმი (9) უნდა ყოფილიყო. თუმცა კანადელმა ჩოგბურთელმა გადატვირთული გრაფიკის გამო (ოჟემ გუშინ მარსელის ტურნირის ფინალში ითამაშა), ტურნირის გამოტოვება გადაწყვიტა.
შედეგად, ნიკოლოზი პირველ შეხვედრას მსოფლიოს 66-ე ჩოგანთან, ალექსეი პოპირინთან გამართავს.
დუბაიში პირველ ნომრად განთესილი ნოვაკ ჯოკოვჩია, მეორე კი ანდრეი რუბლიოვია.
Dubai Tennis Championships-ი დღეს დაიწყო და 26 თებერვალს დასრულდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ასლან კარაცევია, რომელმაც შარშან ფინალში ლოიდ ჰარისს მოუგო.
Felix Auger-Aliassime has withdrawn due to a back injury. And he has been replaced by Alexei Popyrin.
— Dubai Tennis Champs (@DDFTennis) February 21, 2022
Revised draw here: pic.twitter.com/YPo0aCqoB0