დოჰას ტურნირის დასრულების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის განახლებულ რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მსოფლიოს მე-19 ჩოგანია. ქართველი ჩოგბურთელის ანგარიშზე 2156 ქულაა.
ბასილაშვილი Qatar ExxonMobil Open-ის ფინალში გავიდა, სადაც რობერტო ბაუტისტა-აგუტთან დამარცხდა.
რეიტინგს კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩი ლიდერობს, მეორეა დანილ მედვედევი, მესამე კი - ალექსანდრ ზვერევი. ხუთეულში, ასევე, სტეფანოს ციციპასი და რაფაელ ნადალი არიან.
1 პოზიციით დაწინაურდა და 29-ე ადგილზეა გრანდ სლემების 20-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი, რომელმაც ბოლოს გასული წლის ივლისში უიმბლდონზე იასპარეზა.
ავტორი: თაზო ერისთავი