დონჩიჩის პირადი რეკორდი - დალასმა კლიპერსთან იმარჯვა | VIDEO

11 თებერვალი 2022

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,დალას მავერიქსმა''' ,,ლოს ანჯელეს კლიპერსს'' უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 112:105 დაამარცხა.

გამორჩეული მატჩი ჩაატარა ,,დალასის'' ლიდერმა, ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც არასრულ 40 წუთში 51 ქულას, 9 მოხსნას, 6 შედეგიან გადაცემას, 1 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. ერთ მატჩში მოგროვებული 51 ქულა სლოვენიელის კარიერაში საუკეთესო შედეგია, ლუკამ 51-დან 28 ქულა პირველივე მეოთხედში მოაგროვა.

,,კლიპერსის'' შემადგენლობაში 21 ქულითა და 2 ჩაჭრით მარკუს მორისი გამოირჩა. 19 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა იყო ნორმან პაუელის ანგარიშზე.

,,მავერიქსი'' 33 მოგებითა და 23 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზეა, ,,კლიპერსი'' კი 27 მოგებითა და 30 მარცხით ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.

 

მსგავსი სიახლეები

კომენტარები