NBA-ის კომისრის, ადამ სილვერის, გადაწყვეტილებით, All Star-ის შეხვედრაში მონაწილეობას ლამელო ბოლი (შარლოტ ჰორნეთსი) და დეჟანტე მიურეი (სან ანტონიო სპურსი) მიიღებენ. ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ბოლი კევინ დურანტს ჩაანაცვლებს, მიურეი კი დრეიმონდ გრინს, რომლებიც თამაშს ტრავმის გამო ვერ შეძლებენ.
ძირითად შემადგენლობაში კევინ დურანტის ნაცვლად, ,,ბოსტონ სელტიქსის'' ფორვარდი, ჯეისონ ტეიტუმი ითამაშებს.
მიმდინარ სეზონში ლამელო ბოლი საშუალოდ 19,6 ქულას, 7,5 შედეგიან გადაცემას, 7,1 მოხნასა და 1,5 ჩაჭრას აგროვებს. მიურეი კი - 19,6 ქულას, 9,2 ასისტს, 8,4 მოხსნასა და 2,1 ჩაჭრას.
ყველა ვარსკვლავის მატჩი 20 თებერვალს, კლივლენდში გაიმართება. კაპიტნები (ჯეიმსი და დურანტი) თანაგუნდელებს 10 თებერვალს აირჩევენ.
LaMelo Ball and Dejounte Murray will replace Kevin Durant and Draymond Green in the All-Star Game
— Bleacher Report (@BleacherReport) February 7, 2022
Much deserved 👏 pic.twitter.com/FIQHPdVkhh