ზედიზედ მე-8 მოგება - გოლდენ სტეიტმა შინ საკრამენტო დაამარცხა | VIDEO

04 თებერვალი 2022

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,გოლდენ სტეიტ უიორიორსმა' ,,საკრამენტო კინგსს'' უმასპინძლა და 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 126:114 დაამარცხა. შედეგად, სტივ კერის გუნდმა ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო.

,,უორიორსს'' კლეი ტომპსონმა ულიდერა, რომელმაც 24 წუთში 23 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა და 5 მოხსნა მოაგროვა. კლეიმ 9-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. 20 ქულას, 7 ასისტს, 2 ჩაჭრასა და 1 მოხსნას მოუყარა თავი სტეფ კარიმ.

,,კინგსის'' შემადგენლობაში 26 ქულით, 8 პასითა და 1 ჩაჭრით დევიონ მიტჩელი გამოირჩა. 25 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო ჰარისონ ბარნსის ანგარიშზე.

,,გოლდენ სტეიტი'' 40 მოგებითა და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მე-2 პოზიციაზეა, ,,საკრამენტო'' კი 19 მოგებითა და 35 მარცხით ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები