NBA-ის რეგულარულ სეზონში ,,ფინიქს სანსის'' მოგებათა სერია 11 მატჩამდე გაიზარდა. დღეს ,,სანსმა'' ,,ბრუკლინ ნეთსს'' უმასპინძლა და 10 ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 121:111 დაამარცხა.
,,ფინიქსს'' 35 ქულით, 6 მოხსნით, 2 ასისტითა და 1 ჩაჭრით დევინ ბუკერმა ულიდერა. 20 ქულა, 14 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა იყო კრის პოლის ანგარიშზე.
ბრუკლინელთა შემადგენლობაში 26 ქულით, 4 მოხსნით, 3 პასითა და 1 ჩაჭრით კაირი ირვინგი გამოირჩა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ჯეიმს ჰარდენმა - 22 ქულა, 10 ასისტი, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა.
,,სანსი'' 41 მოგებითა და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციის პირველ პოზიციაზეა, ,,ბრუკლინი'' კი 29 მოგებითა და 21 მარცხით აღმოსავლეთში მეექვსეა.
ავტორი: თაზო ერისთავი