კარის 40 ქულა - გოლდენ სტეიტმა სტუმრად ჰიუსტონი დაამარცხა | VIDEO

01 თებერვალი 2022

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ჰიუსტონ როკეტსმა'' ,,გოლდენ სტეიტ უიორიორსს''  უმასპინძლა და 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 108:122 დამარცხდა. შედეგად, სტივ კერის გუნდმა ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო.

,,უორიორსს'' სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც 38 წუთში 40 ქულა, 9 შედეგიანი გადაცემა, 5 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სტეფმა 14-დან 7 სამქულიანნი ჩააგდო. 23 ქულას, 5 მოხსნას, 3 ასისტს, 2 ჩაჭრასა და 2 დაფარებას მოუყარა თავი ენდრიუ უიგინსმა. 

,,როკეტსის'' შემადგენლობაში 24 ქულით, 13 მოხსნით, 2 პასით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით კრისტიან ვუდი გამოირჩა.

,,გოლდენ სტეიტი'' 38 მოგებითა და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მე-2 პოზიციაზეა, ,,ჰიუსტონი'' კი 14 მოგებითა და 36 მარცხით ცხრილში ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს.

კარი ჰიუსტონის წინააღმდეგ:

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები