NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,გოლდენ სტეიტ უიორიორსმა'' ,,მინესოტას'' უმასპინძლა და 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 124:115 დაამარცხა.
,,უორიორსს'' სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც 38 წუთში 29 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. 23 ქულას, 5 მოხსნას, 4 ასისტსა და 1 დაფარებას მოუყარა თავი კლეი ტომპსონმა. სტეფმა და კარიმ დღეს ერთად 11 სამქულიანის ჩაგდება შეძლეს.
,,ტიმბერვულვზის'' შემადგენლობაში 31 ქულით, 12 მოხსნით, 6 პასითა და 2 ჩაჭრით კარლ-ენტონი თაუნსი გამოირჩა. 27 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა და 2 დაფარება იყო ენტონი ედვარდსის ანგარიშზე.
,,გოლდენ სტეიტი'' 36 მოგებითა და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მე-2 პოზიციაზეა, ,,მინესოტა'' კი 24 მოგებითა და 24 მარცხით ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.