ნიდერლანდებში მიმდინარე ფუტზალის ევროპის ჩემპიონატზე, ისტორიული გამარჯვება იზეიმა საქართველოს ნაკრებმა. ჩვენი გუნდი აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში - 3:2 დაამარცხა.
ანგარიში მატჩის მე-6 წუთზე გაიხსნა. აზერბაიჯანელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა - ვილელამ ჩვენი მოწინააღმდეგე დააწინაურა. პირველი გოლიდან ერთ წუთში ვილელამ დუბლი გაიფორმა. მე-10 წუთზე საქართველოს ნაკრებმა სხვაობა შეამცირა. გოლი ნაკრების ბრაზილიელი ლეგიონერის - ელისანდროს ანგარიშზეა. მიუხედავად საქართველოს ნაკრების უპირატესობისა, პირველი ტაიმი აზერბაიჯანელებმა მოიგეს.
შეხვედრის 27-ე წუთზე არჩილ სებისკვერაძემ წონასწორობა აღადგინა. 32-ე წუთზე, ქართველთა აქტიურობას აზერბაიჯანის კარშის მიმართულებით დანიშნული პენალტი მოჰყვა, რომელიც ზუსტად ბრაზილიელმა ლეგიონერმა - თალესმა შეასრულა. დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა - 3:2 საქართველოს სასარგებლოდ.
საქართველოს ნაკრები შენდეგ ნატჩს ბოსნიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 26 იანვარს გაიმართება.