ბორდალასმა მამარდაშვილი განაცხადში არ შეიყვანა

22 იანვარი 2022

''ვალენსიას'' ქართველი გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილი განაცხადს მიღმა დარჩა. ხოსე ბორდალასმა ახალგაზრდა მეკარე ''ატლეტიკოსთან'' გასამართი მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Plaza Deportiva ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ხოსე ბორდალასი გიორგი მამარდაშვილის ფიზიკური კონდიციებით უკმაყოფილოა. მწვრთნელმა გოლკიპერი განაცხადს მიღმა ზედმეტი წონის გამო დატოვა. 

მამარდაშვილის არყოფნაში, მთავარ გუნდში ადგილი კრისტიან რივერომ და ''ვალენსიას'' ახალგაზრდული გუნდის გოლკიპერმა, ჩარლი პერესმა დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ ''ვალენსიას'' ნიდერლანდელ გოლიპერს, იასპერ სილესენს ტრავმა აქვს. ამჟამად, გუნდის ძირითადი მეკარე ხაუმე დომენეგია.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები