5-6 თებერვალს ძიუდოს მსოფლიო ტურზე გაიმართება ერთ-ერთი გამორჩეული ტურნირი - პარიზის გრანდ სლემი. ამ მომენტისათვის, შეჯიბრებაზე 53 ქვეყნის 346 ძიუდოისტია რეგისტრირებული. საფრანგეთის დედაქალაქს საქართველოს ნაკრების 13 წევრი ეწვევა:
-60 კგ. - თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი
-66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
-73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ. - ვლადიმერ ახალკაცი
-90 კგ. - ბექა ღვინიაშვილი. ლუკა მაისურაძე
-100 კგ. - ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე
+100 კგ. - გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ლაშა გუჯეჯიანი
ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი