იუვენტუსი ფიორენტინას ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ ფეხბურთელსა და 35 მილიონს სთავაზობს

21 იანვარი 2022

,,იუვენტუსი'' ,,ფიორენტინას'' თავდამსხმელით, დუშან ვლაჰოვიჩით ინტერესდება. ინფორმაციას Sportmediaset-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტურინელებმი ფლორენციულ კლუბს 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 35 მილიონ ევროსა და დეიან კულუსევსკის სთავაზობენ. ,,ფიორენტინას'' პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

სერბის გადაბირება ლონდონის ,,არსენალსაც'' სურს. რამდენიმე დღის წინ, ინგლისურ პრესაში დაიწერა, რომ ,,მეთოფეები'' მზად არინ, ფორვარდის ტრანსფერში 68 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მიმდინარე სეზონში ვლაჰოვიჩის ანგარიშზე ,,ფიორენტინას'' მაისურით ჩატარებულ 24 შეხვედრაში 20 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები