ანსუ ფატის ტრავმის სიმძიმე ცნობილია

21 იანვარი 2022

,,ბარსელონას'' შემტევმა, ანსუ ფატიმ, ,,ბილბაოსთან'' ესპანეთის თასის შეხვედრაში ტრავმა მიიღო. ესპანელი მატჩში 61-ე წუთზე შევიდა, მოედანი კი დამატებით დროში, 96-ე წუთზე დატოვა.

კატალონიური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელმა მარცხენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა.

Mundo Deportivo წერს, რომ ფატი თამაშს, სავარაუდოდ, 2 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. ბოლო პერიოდში ეს ფატისთვის უკვე მესამე ტრავმაა. 

მიმდინარე სეზონში 19 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 10 შეხვედრაში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები