უგო ლორისმა ტოტენჰემთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

21 იანვარი 2022

,,ტოტენჰემმა'' გუნდის მეკარესთან, უგო ლორისთან, ხელშეკრულება 2024 წლამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ,,დეზების'' ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

,,მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ უგო ლორისმა კლუბთან ახალი, ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2024 წლამდე გაგრძლედება,'' - წერია ლონდონელთა განცხადებაში.

ლორისის გუნდში დარჩენა პირადად ანტონიო კონტეს სურვილი იყო. ფრანგი მეკარე, რომელიც ,,ტოტენჰემში'' 2012 წლიდან თამაშობს, ინგლისური კლუბის კაპიტანია.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები