ხავი ბილბაოსთან მატჩზე: ,,ვეცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა''

21 იანვარი 2022

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,ბილბაოსთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:

,,ვფიქრობ, მეტოქემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. თამაშის მიმდინარეობისას მომატება გაგვიჭირდა, ისინი თავს ძალიან კარგად იცავდნენ. პედრის გოლმა დამატებით დროში გადაგვიყვანა, შემდეგ კი გადამწყვეტი პენალტი დაინიშნა.

ვეცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ისღა დაგვრჩენია, ამ პროექტის გვჯეროდეს. ლა ლიგასა და ევროპა ლიგაზე ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. მუშაობის გარდა, სხვა გზა არ ვიცი,'' - ხავის სიტყვებს Marca ციტირებს.

ესპანეთის თასის მერვედფინალში ,,ატლეტიკმა'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლა და დამატებით დროში 3:2 დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები