ინდიანამ ლეიკერსს მოუგო - ბითაძეს მხოლოდ 3 წუთი დაუთმეს | მიმოხილვა

20 იანვარი 2022

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსმა'' ,,ინდიანა პეისერსს'' უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 104:111 დამარცხდა. 

,,კლიპერსთან'' წარმატებული მატჩის მიუხედავად, დღეს ,,ინდიანამ'' გოგა ბითაძეს, მხოლოდ 3 წუთი დაუთმო, რა დროშიც ქართველმა ცენტრმა 3 ქულა, 2 დაფარება და 1 მოხსნა მოაგროვა. გოგამ 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ,,პეისერსის'' შემადგენლობაში საუკეთესო დომანტას საბონისი იყო - ცენტრმა 20 ქულას, 12 მოხსნას, 10 ასისტსა და 1 დაფარებას მოუყარა თავი.

,,ლოს ანჯელეს ლეიკერსს'' 30 ქულით, 12 მოხსნით, 5 პასითა და 2 ჩაჭრით ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა.

,,ინდიანა'' 16 მოგებითა და 29 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციაზეა, ,,ლეიკერსი'' კი 22 გამარჯვებითა და 23 მარცხით დასავლეთში მე-8 ადგილს იკავებს.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები