ბარსელონას ნაპოლისთან, შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელი

19 იანვარი 2022

"ბარსელონა" ევროპა ლიგაზე პირველ მატჩს 17 თებერვალს ჩაატარებს. კატალონიელები "კამპ ნოუზე" "ნაპოლის"  უმასპინძლებენ. ამ შეხვედრისათვის ჩავი ერნანდეს ყველა ჯანმრთელი ფეხბურთელის გამოყენების უფლება ექნება.

ესპანური მედიის ცნობით, შესაძლოა, რომ კლუბს პრობლემა განმეორებით მატჩში შეექმნას, რომელიც თებერვალს, იტალიაში გაიმართება. პანდემიის ფონზე, ომეკრონის შესაჩერებლად იტალიაში სპეციალური შეზღუდვები მოქმედებს, რასაც მხარს თავად იტალიის ფეხბურთის ფედერაციაც უჭერს.

საქმე ისაა, რომ სხვა ქვეყნიდან ჩასული მოთამაშეები ორიდან ერთ-ერთ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდნენ: ან ვაქცინირებულნი უნდა იყვნენ  3 დოზით, ან კორონავირუსი უკანასკნელ 6 თვეში უნდა ჰქონდეთ გადატანილი.

ჯერჯერობით უცნობია, "ბარსას" რომელი ფეხბურთელები აკმაყოფილებენ ზემოხსენებულ მოთხოვნებს. მხოლოდ შეგვიძლია დავასახელოთ მოთამაშეები, რომლებიც COVID19-ისაგან ცოტა ხნის წინ განიკურნენ: სერჟნიო დესტი, ფილიპე კოუტინიო, აბდე, უსმან დემბელე, სამუელ უმტიტი, გავი, კლემან ლენგლე, დანი ალვეში, ჟორდი ალბა, ალეხანდრო ბალდე, პედრი და ფერან ტორესი.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები