პსჟ-ს მომავალი სეზონიდან ზინედინ ზიდანი გაწვრთნის | Marca

19 იანვარი 2022

Marca-ს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მომავალი სეზონიდან "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ზინედინ ზიდანი ვიხილოთ.

ლიგა 1-ის ლიდერები კლუბის სტრუქტურაში ძირეულ ცვლილებებს გეგმავენ, ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ ფრანგები კილიან მბაპეს პოტენციური წასვლისთვისაც ემზადებიან.

პსჟ რომ ზიდანით ინტერესდება, ეს ახალი ამბავი არ არის. აღნიშნულ თემაზე ჭორები უკანასკნელი რამდენიმე თვეა, ვრცელდება. თუმცა, ამჯერად დამადასტურებელ ცნობას რიოლოც გვაძლევს - სწორედ ის ჟურნალისტი, რომელმაც ლიონელ მესის "პარი სენ-ჟერმენში" გადაბარგების შესახებ პირველმა დაწერა. 

წლების წინ კილიან მბაპეს "რეალში" გადაბარგების სურვილს სწორედ ზიდანთან მუშაობას უკავშირებდნენ. ამ შემთხვევაში კი, თუ ზინედინი პსჟ-ს ჩაიბარებს, კილიანს მომავალზე დაფიქრება კიდევ ერთხელ მოუწევს.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები