კარის სამმაგის მიუხედავად, გოლდენ სტეიტი მემფისთან დამარცხდა (მიმოხილვა)

12 იანვარი 2022

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,მემფის გრიზლისმა'' ,,გოლდენ სტეიტ უიორიორსს'' უმასპინძლა და 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 116:108 დაამარცხა.

,,მემფისის'' შემადგენლობაში 29 ქულით, 8 ასისტით, 5 მოხსნითა და 2 დაფარებით ჯა მორანტი გამოირჩა. 17 ქულა, 8 პასი, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო ტაის ჯონსის ანგარიშზე.

,,უორიორსს'' სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც 38 წუთში სამმაგი დუბლი გაიფორმა - 27 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა, 10 მოხსნა, 2 ჩაჭრა. 14 ქულას, 3 ასისტს, 3 მოხსნას, 1 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი კლეი ტომპსონმა

,,გოლდენ სტეიტი'' 30 მოგებითა და 10 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მე-2 პოზიციაზეა, ,,გრიზლისი'' კი 29 მოგებითა და 14 მარცხით ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები