მილუოკი ტორონტოსთან დამარცხდა - მამუკელაშვილმა 10 ქულა მოაგროვა

06 იანვარი 2022

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,მილუოკი ბაქსმა'' ,,ტორონტო რეპტორსს'' უმასპინძლა და 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 111-117 დამარცხდა.

მატჩში 23 წუთამდე ითამაშა ქართველმა ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც ,,ბაქსს'' 10 ქულით, 5 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით დაეხმარა. სანდრომ ოთხიდან 1 ორქულიანი, ოთხიდან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ,,მილუოკის'' 25 ქულით, 6 მოხსნით, 4 ასისტით, 2 დაფარებითა და 1 ჩაჭრით კრის მიდლტონმა ულიდერა.

,,რეპტორსის'' შემადგენლობაში 33 ქულით, 6 შედეგიანი გადაცემით, 5 მოხსნით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით პასკალ სიაკამი გამოირჩა.

,,მილუოკი'' 25 მოგებითა და 15 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 პოზიციაზეა, ,,ტორონტო'' კი 18 გამარჯვებითა და 17 მარცხით ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები