NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსმა'' ,,საკრამენტო კინგსს'' უმასპინძლა და 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 122:114 დაამარცხა.
,,ლეიკერსს'' 31 ქულით, 5 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა. 24 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო მალიკ მონკის ანგარიშზე.
,,საკრამენტოს'' შემადგენლობაში 30 ქულით, 6 პასითა და 3 მოხსნით დე'აარონ ფოქსი გამოირჩა.
,,ლეიკერსი'' 20 მოგებითა და 19 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მე-7 პოზიციაზეა, ,,კინგსი'' კი 16 მოგებითა და 23 მარცხით ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს.
ავტორი: თაზო ერისთავი