ბარსელონა კავანის დაუკავშირდა

02 დეკემბერი 2021

ESPN-ის ცნობით, "ბარსელონა" ედინსონ კავანის გარემოცვას დაუკავშირდა, რათა ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ შეიტყოს.

ადრე ურუგვაელმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ ესპანეთში თამაშს ისურვებდა. წყაროს ინფორმაციით, იგი საბოლოო გადაწყვეტილებას "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ მწვრთნელ რალფ რანგნიკთან კონსულტაციის გავლის შემდეგ მიიღებს.

კავანი მიიჩნევს, რომ კიდევ ორი სეზონი მაღალ დონეზე ასპარეზობა შეუძლია და ამის დამტკიცება "კამპ ნოუზე" სურს. კავანიმ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაც ტრავმითაც იყო განპირობებული.

ფეხბურთელს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ "ბარსას" მომავალ ზაფხულში მისი უფასოდ დამატება შეეძლება.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები