ბორუსია ჰოლანდს 100 მილიონ ევროდ შეელევა

02 დეკემბერი 2021

Football Espana-ს ინფორმაციით, ერლინგ ჰოლანდისა და "ბორუსიას" კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მხარეებს ხელშეკრულების შეწყვეტა შეუძლიათ. ეს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კლუბი 75-90 მილიონი ევროს შეთავაზებას გააკეთებს.

აღნიშნულის შესახებ ზემოხსენებული წყაროს წარმომადგენლებმა გერმანული კლუბის აღმასრულებელ დირექტორს, ჰანს ჰანს-იოახიმ ვატცკეს ჰკითხეს, რომელმაც ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო:

"უფლება არ მაქვს, რომ კონტრაქტის შემწყვეტი პუნქტის არსებობა დავადასტურო. "ბორუსია" ფეხბურთელების 90%-თან ხშირ შემთხვევაში ისეთ ხელშეკრულებას აფორმებს, რომელიც შეჩერებას არ მოიცავს ",  - აცხადებს ის.

 AS-ის ინფორმაციით კი, გერმანელები ერლინგის გაყიდვას 100 მილიონ ევროდ დათანხმდებიან.

მიუხედავად ყველაფრისა, "ბორუსიას" ნორვეგიელი შემტევის შენარჩუნება სურს. მისი გადაბირებით "რეალი" და "ბარსელონა" ინტერესდებიან.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები