იუვენტუსმა ბერნარდესკის ახალი კონტრაქტი შესთავაზა

02 დეკემბერი 2021

ტურინის ''იუვენტუსმა'' გუნდის იტალიელ შემტევს, ფედერიკო ბერნარდესკის ახალი კონტრაქტი შესთავაზა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა საკუტარ ტვიტერ გვერდზე ავრცელებს. 

როგორც ცნობილია, გუნდი მოთამაშეს ახალ, სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც ბერნარდესკის ხელფასი 30 პროცენტით გაიზრდება. იმ შემთხვევაში, თუ იტალიელი ახალ პირობებს დასთანხმდება, წლიური ანაზღაურების სახით 4.2 მილიონ ევროს მიიღებს.

ფედერიკო ბერნარდესკი ''იუვენტუსის'' რიგებს 2017 წლიდან იცავს, 27 წლის შემტევმა ''ბიანკონერის'' მაისურით 161 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 10 გოლი და 20 შედეგიანი გადაცემაა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები