ლოვრენი სალაჰს: ,,მო, ასე გააგრძელე და მომავალ წელს ოქროს ბურთის გამოკითხვაში მე-6 ადგილს დაიკავებ''

02 დეკემბერი 2021

,,ზენიტის'' მცველმა, დეიან ლოვრენმა, ,,ოქროს ბურთის'' გამოკითხვის შედეგებზე იხუმრა. ხორვატი ფეხბურთელის აზრით, მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც მე-7 ადგილი დაიკავა, უკეთესი პოზიცია დაისმახურა

,,მო, ასე გააგრძელე და მომავალ წელს France Football-ის გამოკითხვაში მე-6 ადგილზე გადაინაცვლებ. ის გაცილებით მეტს იმსახურებს,'' - დაწერა ლოვრენმა ტვიტერის პირად გვერდზე.

წელს ,,ოქროს ბურთი'' ლეო მესის გადაეცა, რომელმაც ჯილდო კარიერაში მეშვიდედ მოიგო. გამოკითხვაში არგენტინელმა 613 ხმა მიიღო და მეორეადგილოსან რობერტ ლევანდოვსკის 33 ხმით აჯობა. ხუთეულში, ასევე, ჟორჟინიო, ქარიმ ბენზემა და ნ'გოლო კანტე მოხვდნენ.

მიმდინარე სეზონში სალაჰის ანგარიშზე ,,ლივერპულის'' მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 19 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები