გვარდიოლა: ,,ბერნარდუ სილვა პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია''

02 დეკემბერი 2021

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,ასტონ ვილასთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, გუნდის ნახევარმცველზე, ბერნარდუ სილვაზე ისაუბრა:

,,ბერნარდუ სილვა ორი თუ სამი წლის წინ პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ამ მომენტშიც საუკეთესოა. მას განსაკუთრებული უნარი აქვს, ბურთით გააკეთოს ის, რაც უნდა...

გადახედეთ, სამი წლის წინანდელ ვიდეოებს, როცა პრემიერლიგა 98 ქულით დავასრულეთ, თქვენ ზუსტად ისეთივე სილვას ნახავთ, როგორიც ახლაა,'' - გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.

მიმდინარე სეზონში ბერნარდუ სილვას ანგარიშზე ,,მანჩესტერ სიტის'' მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები