პოჩეტინო ნიცასთან მატჩზე: ,,მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ და მოგებას ვიმსახურებდით''

02 დეკემბერი 2021

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ,,ნიცასთან'' გამართული მატჩი შეაფასა:

,,მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ, მომენტები გვქონდა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. მოგებას ვიმსახურებდით. გარემოებების გათვალისწინებით, ისე ვთამაშობთ, როგორც შეგვიძლია და ნელ-ნელა ვუმატებთ.

ჩემპიონატში ვლიდერობთ და ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფში გავედით. კიდევ უნდა მოვუმატოთ, რათა გადამწყვეტი მატჩებისთვის მზად ვიყოთ,'' - განაცხადა პოჩეტინომ.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-16 ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ნიცას'' უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. პოჩეტინოს გუნდი 41 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,მარსელს'' 12 ქულით უსწრებს.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები