თუ ჰოლანდი იუნაიტედში გადავა, რანგნიკი ბონუსის სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს

02 დეკემბერი 2021

,,მანჩესტერ იუნაიტედს'' დორტმუნდის ,,ბორუსიას'' თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ყიდვა ისევ სურს. ტრანსფერში დიდი როლი შეიძლება ითამაშოს ,,წითელი ეშმაკების'' ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა.

Bild-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ გერმანელი სპეციალისტი 21 წლის ფეხბურთელის გადაბირებას შეძლებს, ,,იუნაიტედის'' ხელმძღვანელობისგან ბონუსის სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს. 2019 წელს, როცა ,,ზალცბურგმა'' ერლინგ ჰოლანდი გაიფორმა, ავსტრიული კლუბის სპორტული დირექტორი სწორედ რალფ რანგნიკი იყო.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდის ანგარიშზე ,,ბორუსიას'' მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მისი ტრანსფერით ევროპის არაერთი გრანდი ინტერესდება.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები