იბრაჰიმოვიჩი: ,,პიოლიმ ახალი კონტრაქტი გააფორმა? ახლა მეც უნდა გავაფორმო''

02 დეკემბერი 2021

,,მილანის'' თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, გუნდის მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის ახალ კონტრაქტს გამოეხმაურა:

,,პიოლიმ ახალი კონტრაქტი გააფორმა? ახლა მეც უნდა გავაფორმო (იცინის). მიხარია, რადგან მან ეს დაიმსახურა. თუ პიოლიმ ხელშეკრულება გაახანგრძლივა, მაშინ მეც ვახანგრძლივებ.

არის თუ არა მილანი სერია ა-ს ჩემპიონობის პრეტენდენტი? წლების განმავლობაში ჩვენი გულშემატკივრები ასეთ საჩემპიონო რბოლაში არ ჩართულან. მათი გაბედნიერება მსურს, მაგრამ თუ ტიტულს ვერ მოვიგებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერაფერს ვერ მივაღწევთ,'' - იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

სერია ა-ს 15 ტურის შემდეგ, ,,მილანი'' 35 ქულით ცხრილის მეორე პოზიციაზეა და ლიდერ ,,ნაპოლის'' 1 ქულით ჩამორჩება.

იბრაჰიმოვიჩს ,,მილანთან'' ამჟამინდელი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელის ანგარიშზე სერია ა-ში ჩატარებულ 12 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ავტორი:

მსგავსი სიახლეები

კომენტარები