ლივერპულმა ევერტონთან მოგებით 2 რეკორდი დაამყარა

02 დეკემბერი 2021

პრემიერლიგის მე-14 ტურში ,,ლივერპულმა'' ,,ევერტონი'' სტუმრად 4:1 დაამარცხა.

,,მერსისაიდელებმა'' ყველა ტურნირზე მინიმუმ ორი გოლი ზედიზედ მე-18 შეხვედრაში გაიტანეს, რაც პრემიერლიგის გუნდებს შორის ყველა დროის საუკეთესო შედეგია. აქამდე რეკორდი ,,სანდერლენდს'' ეკუთვნოდა, რომელსაც მინიმუმ ორი გოლი ზედიზედ 17 მატჩში გაჰქონდა.

,,ლივერპულის'' შედეგიანი სერია 12 სექტემბერს ,,ლიდსთან'' მოგებით (3:0) დაიწყო, მას შემდეგ იურგენ კლოპის გუნდმა 57 გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, ლივერპულელებმა მინიმუმ ორი გოლის გატანა ზედიზედ მე-14 გასვლით შეხვედრაში შეძლეს, რაც პრემიერლიგის გუნდებს შორის ასევე რეკორდია. აქამდე საუკეთესო შედეგის ავტორი ,,პრესტონი'' იყო (ზედიზედ 13 მატჩში 1888-1889 წლების სეზონში).

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები