საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს

27 ნოემბერი 2021

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე ევროპის გუნდური (შერეული) ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს. 

ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირი ავსტრიელთა დამაჯერებელი ძლევით დაიწყეს. 4:0 და საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა. შემდეგ სტადიაზე ჩვენებურთა მეტოქე საფრანგეთი იყო. სოფიო სომხიშვილისა მარცხს საბა ინანეიშვილის, ეთერ ლიპარტელიანისა ფრიდონ გიგანის გამარჯვება მოჰყვა. თავისი შეხვედრა დათმო მარიამ ჭანტურიამ, რის შემდეგაც გადამწყვეტი ბრძოლა ბექა ღვინიაშვილმა მოიგო და ნაკრებს ნახევარფინალის საგზური მოუტანა. ფინალისათვის ბრძოლაში ქართველთა მეტოქე თურქეთის ნაკრები იყო. საქართველოს ნაკრებმა დამაჯერელბად იმარჯვა, 4:2 და  გუნდმა ფინალის საგზური მოიპოვა.

ოქროს მედლისათვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრებს ნიდერლანდების გუნდი დაუპირისპირდება. ასპარეზობა 17:00-ზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა eju.net-ზე იქნება შესაძლებელი.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები