ერიკ კანტონა: მანჩესტერ იუნაიტედის ახალი მთავარი მწვრთნელი ვარ

25 ნოემბერი 2021

ოლე გუნარ სულშერის გაშვების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედს" დროებით მაიკლ კერიკი ხელმძღვანელობს. ინგლისურ გრანდს ზინედინ ზიდანს, ერნესტო ვალვერდესა და მაურისიო პოჩეტინოს უკავშირებენ.

ახლა კი, "წითელი ეშმაკების" ლეგენდა, ერიკ კანტონა Instagram-ზე აცხადებს, რომ "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს ის გაუძღვება:

"გამარჯობა მეგობრებო, მინდა ექსკლუზიურად გაცნობოთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი ვარ. საკუთარ სამწვრთნელო შტაბს უახლოეს მომავალში გაგაცნობთ.

მალე გნახავთ".

ცნობილია, რომ ლეგენდარულ ფრანგს უცნაური და არაპროგნოზირებადი იუმორი აქვს, ახლა კი, როგორც ჩანს, სოციალურ ქსელში ის უბრალოდ ერთობა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები