ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს

25 ნოემბერი 2021

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის დასრულების შემდეგ, უეფამ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ. 

4 ნომინანტს შორის ედინ ჯეკო (ინტერი), სებასტიან ალე (აიაქსი), ემილ ფორსბერგი (ლაიფციგი) და  პედრო გონსალვეში (სპორტინგი) არიან.

  • ინტერის თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ, ,,შახტართან'' მოგებულ შეხვედრაში (2:0) დუბლი გაიფორმა.
  • სებასტიან ალემ ბეშიქთაშს სტუმრად ორი გული გაუტანა, შედეგად, აიაქსმა 2:1 იმარჯვა.
  • ბრიუგესთან მოგებულ მატჩში მეტოქე გუნდის კარი ორჯერ აიღო ლაიფციგის ნახევარმცველმა, ემილ ფორსბერგმა.
  • პედრო გონსალვეშმა დორტმუნდთან 2 გოლი გაიტანა, 23 წლის პორტუგალიელს ჰეთთრიკის გაფორმებაც შეეძლო, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები